Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 279-მდე გაიზარდა


თურქეთში გრძელდება მიწისძვრის შედეგად გადარჩენილთა ძიება. დაღუპულთა რაოდენობა 279-მდე გაიზარდა. დაშავებულია დაახლოებით 1300 ადამიანი. კვირის მიწისძვრის შემდეგ 200-მდე ბიძგი აღინუსხა. მიწისძვრის ეპიცენტრში მოსახლეობა ღამეს ღია ცის ქვეშ, ან ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კარვებში ათევს. მსოფლიოს ლიდერებმა, მათ შორის - აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთს დახმარება შესთავაზა. თუმცა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თურქეთს შესწევს უნარი თავად გაუმკლავდეს მიწისძვრის შედეგებს.
XS
SM
MD
LG