Accessibility links

ცისტერნების აფეთქებას სირტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა


დიდი მსხვერპლი მოჰყვა ცისტერნების აფეთქების შედეგად ლიბიის ქალაქ სირტეში. არაბული საინფორმაციო საშუალება „ალ-არაბიას“ ინფორმაციით ორშაბათს დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც იმ დროს მოხდა, როდესაც ბრბო საწვავით დატვირთულ მანქანების საწვავით გამართვას ცდილობდა. სირტე მშობლიური ქალაქია ლიბიის ყოფილ დიქტატორ მუამარ კადაფისა, რომელიც სწორედ ამ ქალაქში შეიპყრეს გარდამავალი ეროვნული საბჭოს მებრძოლებმა. ლიბიის ყოფილი დიქტატორი 25 ოქტომბერს უდაბნოში დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG