Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის ყოფილი მეფე პარლამენტში სიტყვით გამოვა


რუმინეთის ყოფილი მონარქი, მიხაი პირველად მიმართავს ქვეყნის პარლამენტს მას შემდეგ, რაც 1947 წელს იგი იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო. მიხაის სიტყვით გამოსვლა იმ საზეიმო ცერემონიის ნაწილია, რომელიც ყოფილი მონარქის 90-წლის იუბილეს ეძღვნება. დღის ბოლოს რუმინეთის ოპერაში გაიმართება გალა კონცერტი, რომელსაც ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლები დაესწრებიან. რუმინეთის ხელისუფლების თანახმად ფესტივალი, მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობისაა. მეფე მიხაი პირველი, ორჯერ მეფობდა რუმინეთში, პირველად 1927-1930 წლებში, მეორედ კი 1940-1947 წლებში, ვიდრე ქვეყნის კომუნისტმა ლიდერებმა იგი საბოლოდ არ აიძულეს გადამდგარიყო. რუმინეთის მეფეს სამშობლოში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მიხაი პირველს მოქალაქეობა 1997 წელს აღუდგინეს.
XS
SM
MD
LG