Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ სირიას ავადმყოფების წამებაში ადანაშაულებს


საერთაშორისო უფლებათადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ სირიის სახელმწიფო ჰოსპიტლებში ადგილი აქვს პაციენტების წამებას. ლონდონში მდებარე ორგანიზაციის თანახმად, სირიის ხელისუფლებამ საავადმყოფოები გადააქცია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა „რეპრესიის ინსტრუმენტად“. დღეს გამოქვეყნებული ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაჭრილი პაციენტებზე სირიის სულ მცირე ოთხ სახელმწიფო საავადმყოფოში ხორციელდება წამებდა და სხვადასხვა სახის დამამცირებელი მოპყრობა, მათ შორის თავად სამედიცინო მუშაკთა მხრიდან. „როგორც ჩანს, სირიის ხელისუფლებამ, უშიშროების ძალებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა ჰოსპიტლებში და რომ ბევრ შემთხვევაში ჰოსპიტლების თანამშრომლები იმ ადამიანების წამებასა და წვალებაში მონაწილეობენ, რომელთა მკურნალობაშიც არიან მოწოდებულნი.“ უფლებათადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ თანახმად, ბევრი სამოქალაქო პირი უფრო უხიფათოდ მიიჩნევს, უარი თქვას საავადმყოფოებში დაწოლაზე.
XS
SM
MD
LG