Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება


თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 366-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად. საგანგებო და კატასტროფული სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაშავებულია 1300-მდე ადამიანი, 7.2 სიმძლავრის მიწისძვრამ დაანგრია ვანის პროვინციაში 2 260 შენობა. მიწისძვრის ეპიცენტრში გრძელდება სამაშველო ოპერაცია ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, თუმცა ნაკლებია იმედი, რომ ცოცხლებს იპოვნიან. ათასობით ადამიანი კვლავ კარვებში და მანქანებში ათევს ღამეს მიწისძვრის განმეორების შიშით. მიწისქვეშა ბიძგები კვლავ გრძელდება თურქეთის ერკისის რეგიონში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობამ თავად შეძლო კრიზისის მართვა და არ საჭიროებს საერთაშორისო დახმარებას მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში.
XS
SM
MD
LG