Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ საბჭოს გამართავენ


თურქეთის ქალაქ იზმირში დღეს თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. გასულ წელს შექმნილი უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უხელმძღვანელებენ. ორი ქვეყნის ლიდერებს თან ახლავს ეკონომიკის, ტრანსპორტი, ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ორ მეზობელ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრებენ. ალიევი და ერდოანი ასევე ეგეოსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საძირკვლის გაჭრას დაესწრებიან. ქარხანას, რომლის აშენებაშიც აზერბაიჯანული „სოკარი“ და თურქული „ტურკასი“ ხუთი მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავენ, 2015 წლისათვის უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG