Accessibility links

logo-print

ტუნისში არჩევნების შედეგებს გამოაცხადებენ


დღეს უნდა გამოცხადდეს ტუნისში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგები. ზომიერმა ისლამისტურმა პარტია „ენაჰდამ“ უკვე გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა კვირას გამართულ არჩევნებში, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც დაწყებული „არაბული გაზაფხულის“ შედეგად ქვეყანაში დიქტატურა დაემხო. კვირას გამართულ არჩევნებში უპრეცედენტოდ მაღალი 90 პროცენტი იყო ამომრჩეველთა მონაწილეობა, რის გამოც ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კვლავ გრეძლდება ხმების ბიულეტენების დათვლა. არჩევნებით უნდა მოხდეს ასამბლეის დაკომპლექტება, რომელმაც ერთი წლის განმალობაში კონსტიტუციის ახალი პროექტი უნდა მოამზადოს. საკანონმდებლო ორგანო აირჩევს ახალ დროებით მთავრობას და დროებით პრეზიდენტს, რომლებიც ქვეყანას ახალი 2013 წლის არჩევნებამდე უხელმძღვანელებენ.
XS
SM
MD
LG