Accessibility links

logo-print

იემენის პრეზიდენტი გადადგომას აპირებს


ვაშინგტონის საგარეო უწყების ცნობით, იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა დღეს შეერთებული შტატების ელჩს ჯერალდ ფაიარსტაინს უთხრა, რომ გადადგომას აპირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ვიქტორია ნულანდი მიესალმა სალეჰის გადაწყვეტილებას და დასძინა, რომ ახლა პრეზიდენტმა პირობა უნდა შეასრულოს. გაეროს უშიშროების საბჭომ და შეერთებულმა შტატებმა სალეჰს არაერთხელ მოუწოდეს, მშვიდობიანად დაეთმო ძალაუფლება.
XS
SM
MD
LG