Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვიზიტით იმყოფებიან ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები


თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტზე საექსპერტო დასკვნას ამზადებენ. ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ვენეციის კომისიის ექსპერტები ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ საქართველოს პარლამენტში. ვენეციის კომისიის ინფორმაციით, დასკვნაზე მის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს ექსპერტები და ის დასამტკიცებლად ვენეციის კომისიას 2011 წლის დეკემბერში წარედგინება.
XS
SM
MD
LG