Accessibility links

გამოქვეყნდა საქართველოს სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიანი გეგმა


საქართველოს სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა დღეს ბათუმში, სადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის გაფართოებული სხდომა მოიწვია. სტრატეგია წარმოადგინა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომლის განცხადებით, გეგმა რეალურად წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ პოლიტიკას 2011-2015 წლებში. სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიან გეგმაში საუბარია მაკროსტაბილურობაზე, ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებაზე და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სისტემების განვითარებაზე. ნიკა გილაურის განცხადებით, გეგმა ”ცოცხალი დოკუმენტია,” რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდება და ყოველ ექვს თვეში ერთხელ განახლდება.
XS
SM
MD
LG