Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ქვეყნების წარმომადგენლები სირიაში პრეზიდენტ ასადს შეხვდნენ


არაბული ქვეყნების მაღალჩინოსნები დღეს სირიაში ჩავიდნენ და შეხვდენენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. დღესვე სირიაში ძალადობის შედეგად 13 ადამიანი დაიხოცა. რამდენიმე არაბული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაცია - რომელსაც სათავეში კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი უდგას - სირიის ოფიციალურ პირებს დღეს შეხვდა. სირიის ტელევიზია იუწყებოდა შეხვედრის შესახებ, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. შეხვედრას წინ უსწრებს 22 წევრისგან შემდგარი არაბული ლიგის მოწოდება მთავრობასა და ოპოზიციას შორის შერიგების თაობაზე. თუმცა ეს მოწოდება დაგმობილ იქნა სირიის ოპოზიციური ჯგუფების მიერ - რომლებიც მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ მანამ, სანამ ასადი გადადგება. გაეროს შეფასებით, რეჟიმის მხრიდან საპროტესტო აქციებზე სასტიკ ზეწოლას 3,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG