Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: შობადობის მაჩვენებელმა დაიკლო, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა იზრდება


გაეროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, 2100 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა სულ მცირე 10 მილიარდს მიაღწევს. ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებდ ცერემონიას, რომლითაც მსოფლიოს მეშვიდმილიარდე მოქალაქის დაბადება უნდა აღნიშნონ, 31 ოქტომბერს. გაეროს მოსახლეობის ფონდი გამოდის გაფრთხილებით, რომ დემოგრაფიული ზეწოლა პრობლემებს ქმნის სიღარიბესთან ბრძოლის და გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად, ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკის გატარების გამო შობადობის მაჩვენებელმა გარკვეულწილად დაიკლო - მაგრამ ამით არ შეჩერებულა მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პროცესი.
XS
SM
MD
LG