Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის გადამწყვეტი სამიტი გაიხსნა


ევროპის კავშირის გადამწყვეტი სამიტი დაიწყო დღეს ბრიუსელში, სადაც მონაწილეები ევროზონის ქვეყნებში ვალების მიერ გამოწვეულ კრიზისის მოგვარებაზე მსჯელობენ. ლიდერები მიიღებენ გეგმას, რომელიც, სხვათა შორის, ითვალისწინებს საბერძნეთის დამატებითი ვალების ჩამოწერას და ევროპის დასუსტებული ბანკების კაპიტალით უზნურველყოფას. გეგმა ევროზონის დახმარების ფონდის გაზრდასაც გულისხმობს. დღეს გერმანიის კანცერმა, ანგელა მერკელმა, მხარდაჭერა მოიპოვა ამ ქვეყნის პარლამენტისგან. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ევროს მოქმედების ზონის გადარჩენის ფონდის ეფექტიანობის გაზრდას. 503 ხმით 89-ის წინააღმდეგ კანონმდებლებმა ხმა მისცეს 440 მილიარდი ევროსგან შემდგარი ფონდის გაძლიერებას. ეს გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს საშუალებას აძლევს ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას შეთანხმების მიღწევის მიზნით.
XS
SM
MD
LG