Accessibility links

logo-print

აშშ-ის კონგრესის წევრებს სხვადასხვა აზრი აქვთ ირანის სავარაუდო განზრახვაზე რეაგირების გამო


აშშ-ის კონგრესის წევრებს სხვახდასხვა მოსაზრება აქვთ, თუ როგორი უნდა იყოს ვაშინგტონის რეაქცია სავარაუდო გეგმაზე, რომ ირანელებს ამერიკის ტერიტორიაზე საუდის არაბეთის ელჩზე თავდასხმა სურდათ. საშინაო უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სახელწოდებით, „ირანის ტერორისტული ოპერაციების ამერიკის მიწაზე“, რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, პიტერ კინგმა თქვა, რომ თეირანის სავარაუდო გეგმა, „საომარი აქტის“ ტოლფასია. სხვა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ თუკი ირანის ეს გეგმა მთავრობის მაღალ დონეზე იყო დამტკიცებული, ირანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებაც შეიძლება იქნეს განხილული. დემოკრატი კანომნდებლები გამოვიდნენ მოწოდებით უფრო ზომიერი ქმედებისკენ. ბენი ტომპსონმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ირანისგან მომდინარე საფრთხე გადაჭარბებით არ უნდა შეფასდეს და მასზე რეაქციაც არ უნდა იყოს გადამეტებული. ასევე დემოკრატმა ჯეკი სპიერმა თქვა, რომ ირანს პასუხი უნდა მოეთხოვოს, მაგრამ აშშ-ს არ სურს და არც შეუძლია ტერორთან ომის ახალი ფრონტი გახსნას.
XS
SM
MD
LG