Accessibility links

logo-print

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი თურქმენეთში საპატიმროდან გაუშვეს


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი თურქმენეთში, რომელიც საპატიმროში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს საპრეზიდენტო ამნისტიის ძალით. დოვლეთმირათ იაზკულიევს ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი იმის გამო, რომ თავის ნათესავი წააქეზა თვიმკვლეობაზე. იაზკულიევის ოჯახმა და მომხრეებმა განაცხადეს, რომ მას გაანაჩენი გამოუტანეს მისი საქმიანობის გამო. იაზკულიევი პირველი იყო, ვინც ინფორმაცია გაავრცელა, აშხაბადის მახლობლად, ივლისში, იარაღის საწყობი აფეთქების გარშემო, რაზეც ადგილობრივი მედია არაფერს იუწყებოდა. იაზკულიევმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას პატიმრობაში ყოფნისას მხარდაჭერა გამოუცხადა. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდეტი სტივ კორნი მიესალმა იაზკულიევის განთავისუფლებას. კორნმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვართ მისი განთავისუფლებით, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება თვლის, რომ იაზკულიევის საპატიმროში ყოფნა იყო არასწორი იყო და შემაწუხებელი იყო.
XS
SM
MD
LG