Accessibility links

logo-print

ევროპის ლიდერები შეთანხმდნენ კრიზისის დაძლევის ზომებზე


ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელის სამიტზე შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევისა და ევროს სტაბილურობის ხელშეწყობის ზომებზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ”გარღვევა” შესაძლებელი გახადა კერძო ინვესტორების პოზიციამ. ისინი დათანხმდნენ საბერძნეთისთვის ვალების 50%-ის ჩამოწერას. გარდა ამისა, საბერძნეთს დამატებით - ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კრედიტების სახით მიეწოდება 100 მილიარდი ევრო. ბევრი ევროპული ბანკი გაივლის რეკაპიტალიზაციას, რა დროსაც მათ ეკრძალებათ თანამშრომლებისთვის და აქციონერებისთვის ბონუსებისა და დივიდენდების გაცემა. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ აგრეთვე ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის 400 მილიარდიდან ტრილიონ დოლარამდე გაზრდაზე. ამ ფონდიდან შესაძლებელი იქნება დახმარების გაწევა ესპანეთისა და იტალიისთვის. ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების შედეგების გამოცხადების შედეგად, ევროს კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა და ერთი ევროს ფასმა ბოლო შვიდი კვირის მანძილზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - $1.40-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG