Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში იზრდება მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა


თურქეთის აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 481-ს მიაღწია. დაშავებულია 1600-ზე მეტი ადამიანი. მაშველები განაგრძობენ მუშაობას. ოთხშაბათს მათ ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. თურქეთის ხელისუფლება, ადრინდელი განცხადებების მიუხედავად (რომ დამოუკიდებლად შეძლებდა მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას), დახმარების თხოვნით მიმართა 30 სახელმწიფოს, მათ შორის - ისრაელს, რომელთანაც თურქეთს დიპლომატიური კონფლიქტი აქვს. სტიქიური უბედურების ზონაში არ არის საკმარისი კარვები და თბილი ტანსაცმელი.
XS
SM
MD
LG