Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანელებისთვის გახსნის ”ვირტუალურ საელჩოს”


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ, ორ ქვეყანას შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად, აშშ ირანისთვის ”ვირტუალური საელჩოს” გახსნას გეგმავს. ჰილარი კლინტონმა ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმის სპარსულენოვან სამსახურს და განმარტა, რომ ”ვირტუალური საელჩოს” ვებ-გვერდიდან ირანელები მიიღებენ ინფორმაციას ვიზებსა და სხვა პროგრამებზე. კლინტონმა აგრეთვე გაამართლა ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები.
XS
SM
MD
LG