Accessibility links

logo-print

თურქეთმა დახმარების თხოვნით მიმართა 30 სახელმწიფოს


თურქეთი

თურქეთი

თურქეთის აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 523-ს მიაღწია. დაშავებულია 1600-ზე მეტი ადამიანი. მაშველები განაგრძობენ მუშაობას. ოთხშაბათს მათ ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. თურქეთის ხელისუფლებამ, ადრინდელი განცხადებების მიუხედავად (რომ დამოუკიდებლად შეძლებდა მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას), დახმარების თხოვნით მიმართა 30 სახელმწიფოს, მათ შორის - ისრაელს, რომელთანაც თურქეთს დიპლომატიური კონფლიქტი აქვს. სტიქიური უბედურების ზონაში არ არის საკმარისი კარვები და თბილი ტანსაცმელი. სააგენტო „ანატოლიის“ ინფორმაციით, თურქეთში ჩაფრინდა ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ისრაელის თვითმფრინავი.
XS
SM
MD
LG