Accessibility links

logo-print

ბაშარ ასადი არაბული ქვეყნების მინისტრებს შეხვდა


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი შეხვდა არაბული ქვეყნების მინისტრებს. შეხვედრის მიზანი თვეების განმავლობაში მიმდინარე ძალადობის დასრულებაა. არაბული ლიგის დელეგაციის ხელმძღვანელი, კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰამად ალ ტანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება იყო „გულახდილი და გულწრფელი“ და რომ მინისტრები ერთმანეთს სირიაში 30 ოქტომბერს შეხვდებიან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუტოღლუმ არაბული ლიგის წევრებს მოუწოდა, რომ მიახდინონ ზეწოლა სირიაზე, „გაიყვანოს სამხედრო ძალები ქალაქებიდან და ბოლო მოუღოს სასტიკ მოპყრობას საკუთარ ხალხზე.“ სირიაში ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის დროს მეამბოხეებმა 9 ჯარისკაცი მოკლეს, 11 სამოქალაქო პირი კი სირიის სამხედრო ძალების მიერ ატეხილ სროლაში დაიღუპა.
XS
SM
MD
LG