Accessibility links

logo-print

თურქეთში 523-მდე გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა


თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 523-მდე გაიზარდა გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. დაშავებულია დაახლოებით 1650 კაცი, 185 ადამიანის მოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრში, ვანის რაიონში მაშველები დღესაც, წვიმიან და თოვლიან ამინდში, განაგრძობენ სამაშველო სამუშაოებს. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები კვლავ უჩივიან კარვების ნაკლებობას. სააგენტო „ანატოლიის“ ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ისრაელის თვითმფრინავი ჩაფრინდა თურქეთში, რომელიც ოთხშაბათს დასთანხმდა საერთაშორისო დახმარების მიღებას.
XS
SM
MD
LG