Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს


ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ივანიშვილის გამოუსწორებელი შეცდომა სააკაშვილის ველზე შესვლა იქნება. როგორც სანიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული და მთავარია, ივანიშვილმა გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვას. მისივე თქმით, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთის ანტიპოდები არიან. „ივანიშვილმა გარკვეული სიმშვიდე, თვითდაჯერებულობა შემოიტანა ოპოზიციაში. მთავარია, სერიოზული, გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვას“, - აღნიშნა სანიკიძემ. მისივე თქმით, უკვე გაჩნდა ძალა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ რყევა გამოიწვია. სანიკიძე მიიჩნევს, რომ არჩევნები, თუნდაც არსებული კანონით, ხელისუფლებას უკვე წაგებული აქვს, რადგან ივანიშვილის წონა იმდენად დიდია, რომ უბრალო გაყალბება საკმარისი აღარ არის.
XS
SM
MD
LG