Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდია ახალ პრეზიდენტს ირჩევს


ირლანდიელი ამომრჩევლები დღეს ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. პრეზიდენტობაზე პრეტენზია 7 კანდიდატს აქვს, მათ შორის არიან ბიზნესმენი და ყოფილი ტელევარსკვლავი, ირლანდიური რესპუბლიკური არმიის ყოფილი სარდალი და ევროვიზიის მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის მერი მაკელისს, რომელიც ორი საპრეზიდენტო ვადით, 14 წლის განმავლობაში მართავს ირლანდიას. ირლანდიაში არჩევნები ემთხვევა პერიოდს, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს. არჩევნების შედეგები მხოლოდ შაბათს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG