Accessibility links

logo-print

ვენეციის კომისია თვლის, რომ გუბერნატორები არ უნდა მონაწილეობდნენ არჩევნებში


ვენეციის კომისიის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობას არ მისცემს და სახელმწიფო კომპანიებთან მიმართებაშიც შეიცვლის პოზიციას. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა განაცხადა. სტუმარმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსაზრებაა, რომ გუბერნატორებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდეთ.
XS
SM
MD
LG