Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ გულაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს


დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს და უკვე საპროცესო შეთანხმებაც გაუფორმეს. მთავარი პროკურატურის მიერ ინფორმაციით, 2011 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე დააკავეს ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ძებნილი მალხაზ გულაშვილი და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ძებნილი დავით გულაშვილი. პროკურატურის განცხადებით, მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. რაც შეეხება მალხაზ გულაშვილის ვაჟს, დავით გულაშვილს, ის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG