Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაიწყო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენცია


თბილისში მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენცია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები გლობალური უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გამოწვევებზე, საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმებზე, ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივებსა და დემოკრატიულ კონტროლზე მსჯელობენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გახსნა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, რომლის განცხადებით, საქართველო რეფორმებისა და ნატოსთან დაახლოების პროცესის გაგრძლებას აპირებს. ბარამიძემ აღნიშნა, რომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობით საქართველო ამტკიცებს, რომ საერთო უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიცაა. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მნიშვნელობაზეც. გიორგი ბარამიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროპელ დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს, მისია ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს აგრესიისა და ახალი სამხედრო პროვოკაციის თავიდან აცილებას. გიორგი ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მეგობრული ურთიერთობა განავითაროს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთანაც, თუ ის პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG