Accessibility links

logo-print

საქართველო დათანხმდა შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებას ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ


საქართველოს დელეგაცია ჟენევაში დათანხმდა შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ საბოლოო კომპრომისულ წინადადებას, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებას ითვალისწინებს. რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ეს ინფორმაცია დაადასტურა ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, თბილისის თანხმობა არის შედეგი საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის გამართული ათრაუნდიანი მოლაპარაკებისა. „კომპრომისული დოკუმენტი ქმნის მექანიზმს, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, - აღნიშნა კაპანაძემ. - პირველი კომპონენტია მონიტორინგის საერთაშორისო სისტემა, ხოლო მეორე - ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის სისტემა.“ კაპანაძის განმარტებით, ეს არის მექანიზმი, რომელიც მოახდენს სავაჭრო კორიდორებში შემავალი და იქიდან გამომავალი ტვირთების მონიტორინგს“. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ახლა ჯერი რუსეთზეა, რომელსაც ამ კომპრომისულ ვარიანტზე დათანხმების შემთხვევაში შეუძლია გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი.
XS
SM
MD
LG