Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი პაკისტანის ხელმძღვანელობას მეამბოხეების წინააღმდეგ აქტიურად ბრძოლისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა აღკვეთოს მის ტერიტორიაზე მყოფი დაჯგუფება „ჰაყანის“ თავდასხმები ავღანეთზე. ხუთშაბათს კონგრესში გამოსვლისას კლინტონმა თქვა, რომ გასულ კვირაში პაკისტანში ვიზიტისას ქვეყნის ხელმძღვანელობას შესაბამისი მიმართვა გადასცა. ხუთშაბათსვე ავღანეთში ნატოს ჯარების სარდლის მოადგილემ, გენერალმა კერტის სკაპაროტიმ პაკისტანის სამხედროებს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი მეამბოხეებს ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის სროლის უფლებას აძლევენ.
XS
SM
MD
LG