Accessibility links

”ბანკი ქართუ" მოითხოვს, შეწყდეს ბანკსა და მის კლიენტებზე ზეწოლა


”ბანკი ქართუ" მოითხოვს, შეწყდეს ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა. ამასთან დაკავშირებით ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ”ქართუსადმი” საქართველოს ხელისუფლებისა თუ ეროვნული ბანკის დამოკიდებულებაში ”გადამწყვეტია პოლიტიკური ფაქტორი და დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ვექტორი მნიშვნელოვნად ბანკისაკენ არის მიმართული”. ,,ბანკ ქართუს" ხელმძღვანელობა მოითხოვს, შეწყდეს ზეწოლა, დაუბრუნდეს ჩამორთმეული ფული და მიეცეს მშვიდად და სტაბილურად ფუნქციონირების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG