Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჯალაღანია: ვმო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა პატივს უნდა სცემდეს ამ ორგანიზაციის წესებს


საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის აღრიცხვის კონტროლი მონიტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, სატელიტური და ელექტრონული საშუალებითაც მოხდება - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ჟენევაში გამართული მოლაპარაკების კომენტირებისას. ჯალაღანიას თქმით, საქართველოს მიზანი ვინმეს გამარჯვება, ან დამარცხება არ ყოფილა. ”აქ იყო მხოლოდ ერთი პრინციპი, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობის კანდიდატი ქვეყანა პატივს უნდა სცემდეს ამ ორგანიზაციის წესებს”, - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
XS
SM
MD
LG