Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი: ევროზონაში საბერძნეთის მიღება შეცდომა იყო


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ შეცდომა იყო საბერნეთისთვის უფლების მიცემა, გაწევრიანებულიყო ევროზონაში, 2001 წელს. სარკოზის განმარტებით, ევროზონაში საბერძნეთი „მცდარი“ მონაცემებით შევიდა, ის მზად არ იყო. მაგრამ, დაამატა ნათქვამს სარკოზიმ, მისი გადარჩენა შეიძლება, ვალებით გამოწვეული კრიზისის გარშემო ევროკავშირში მიღწეული შეთანხმებით. ამ გეგმით, რომელიც ბრიუსელში გამოცხადდა ოთხშაბათს, საბერვნეთს ჩამოეწერება ვალების 50 პროცენტი 100 მილიარდი ევროს ფასად. ევროკავშირის ლიდერები ასევე შეთანხმდენენ, რომ ევროზონაში საკრედიტო დახმარების ფონდი გაზარდონ დაახლოებით, ტრილიონ ევრომდე, რათა დახმარების გაწევა შეძლონ იტალიისა და ესპანეთისთვის, რომლებიც საბერძნეთის მსგავსი ზეწოლის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ. სააქციო ბაზრებზე ამ გადაწყვეტილებამ დადებითად იმოქმედა, ევროს კურსი გაიზარდა დოლართან შედარებით.
XS
SM
MD
LG