Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის არჩევნებში ისლამისტურმა პარტიამ გაიმარჯვა


ტუნისის საარჩევნო უწყებამ გამოაცხადა, რომ ზომიერმა ისლამისტურმა პარტიამ, „ინაჰდამ“ მოიპოვა ქვეყნის საკანონმდებლო კრებაში ადგილების უმრავლესობა ქვეყნის პირველი თავისუფალი არჩევნების შედეგად. „ენაჰდამ“ 217 ადგილიდან 90 დაისაკუთრა. მეორე უდიდესი პარტია, მემარცხენე, რესპუბლიკის კონგრესი, 30 მანდატის მფლობელი გახდა, რომელსაც შვიდი ადგილით ჩამორჩება სოციალ-დემოკრატიული, „ეტაკოლის“ პარტია. მეოთხე ადგილზე გავიდნენ პროგესული დემოკრატიული პარტია, ისტორიულად უდიდესი ოპოზიციული გაერთიანება, და „ალ არიდა“, ერთად, 19 მანდატით. ახალმა კრებამ უნდა შეცვალოს კონსტიტუცია, დაასახელოს პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა. „ენაჰდას“ გამარჯვებამ გამოიწვია ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლა სიდი ბუზიდში, ტუნისის იანვრის რევოლუციის დაბადების ადგილას, სადაც „ალ არიდას“ მომხრეებმა მერის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. ტუნისის „ჟასმინის რევოლუცია" არაბულ ქვეყნებში პირველი სახალხო ამბოხება იყო.
XS
SM
MD
LG