Accessibility links

logo-print

პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოსვლა მოეწყო


პაკიტანში, ისლამაბადში, პარამენტის შენობასთან, გაიმართა საპროტესტო გამოსვლა, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები. დემონსტრაციის მონაწილეები, ორი ათასამდე ადამიანი, თვლიან, რომ უპილოტო თვითმფრინავები მეტ სამოქალაქო პირს ხოცავენ, ვიდრე თალიბებსა და ალ ყაიდის მეამბოხეებს. დემონსტრაციას სათავეში ედგა პოლიტიკოსი იმრან ხანი, რომელმაც კრიკეტის თამაშითაც გაითქვა სახელი. საპროტესტ , მშვიდობიანი გამოსვლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ "სამართლიანობის მოძრაობის“ პარტიის მომხრეები, ასევე ვაზირისტანის პროვინციიდან ჩამოსულები. თავდასხმები ძირითადად ამ რეგიონზე მოდის.
XS
SM
MD
LG