Accessibility links

თურქეთი და აზერბაიჯანი გაზსადენის აგებას აპირებენ


აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის, „სოკარის“ ხელმძღვანელმა, როვნაქ აბდულაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და თურქეთი გეგმავენ, ახალი გაზსადენი ააგონ. აბდულაევმა თქვა, რომ აზერბაიჯანი აპირებს 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოოს 2025 წლისთვის. რათა გაიტანოს მისი არსებითი ნაწილი მსოფლიოს ბაზარზე, საჭიროა ახალი გაზსადენი. მისი თქმით, ბაქო და ანკარა განახორციელებენ პროექტს, მაგრამ უცხოეთის კომპანიები კვლავ ითამაშებენ როლს მილსადენის მშენებლობაში.
XS
SM
MD
LG