Accessibility links

logo-print

შეარაღებული პირი სარაევოში თავს დაესხა აშშ-ის საელჩოს


ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში თავს დაესხა აშშ-ის საელჩოს. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ინფორმაციით, პოლიცია ძალიან სწრაფად გავიდა შემთხვევის ადგილზე და დაჭრილი თავდამსხმელი ცოცხლად შეიპყრო. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით თავდასხმაში სავარაუდოდ მონაწილეობდა 23 წლის მევლიდ იაშარევიჩი, რომელიც სერბიის მუსლიმანურ სანჯაყის ანკლავიდანაა. აშშ-ის საელჩომ ინცინდენტის დაადასტურა და განაცხადა, რომ იგი უკვე ამოიწურა. როგორც ექიმმა ბაკირ ნაკასმა უთხრა ჩვენს რადიოს, თავდასხმისას დაიჭრა ერთ-ერთი მცველი, ასევე დაჭრილია პოლიციის ოფიცერიც. თვითმხილველთა თქმით, სროლა საელჩოს მახლობლად 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG