Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტები სირიიდან 30 დემონსტრანტის დახოცვაზე იტყობინებიან


სირიელი აქტივისტების თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 30 სამოქალაქო პირი დახოცეს მას შემდეგ, რაც მათ ალყა შემოარტყეს ერთ-ერთ მეჩეთს და დაიწყეს დაპატიმრებები, რათა ხელი შეეშალათ პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ დემონსტრაციის ჩატარებისათვის. ამის მიუხედავად, დემონსტრანტებმა მოახერხეს საპროტესტო აქციების გამართვა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ კაფრ ნაბლში. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ ლიბია „ფრენისათვის აკრძალულ ზონად“ გამოცხადდეს.
XS
SM
MD
LG