Accessibility links

ფილიპ დიმიტროვი: საქართველო და რუსეთის ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან


„კმაყოფილებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი და საქართველო ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, რაც ჩვენი აზრით, ძალზე სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის,“ - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა. განცხადებაში სრული მხარდაჭერაა გამოთქმული, შვეიცარიის შუამდგომლობით მიმდინარე ძალისხმევისადმი, რომლის წყალობით საკითხის დადებითად გადაჭრის შესაძლებლობა გაჩნდა. „ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება წელს, ვმო–ს მინისტერიალზე იქნება მიღებული“, - აღნიშნავს ელჩი დიმიტროვი და მოუწოდებს მხარეებს, უახლოესი დღეების განმავლობაში დაასრულონ შეთანხმების მიღწევის პროცესი.
XS
SM
MD
LG