Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერუში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა


აშშ-ის გეოლოგიური კვლევების თანახმად 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დღეს პერუს ჩრდილოეთ ნაწილში. მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი საზღვაო ქალაქ იკადან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით მოხდა, შეარყია პერუს დედაქალაქ ლიმაში მდებარე შენობები. არ არსებობს ოპერატიული ინფორმაცია იმაზე, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი და ნგრევა მიწისძვრას. არც მოახლოებული ცუნამის შესახებ ყოფილა მოსახლეობა გაფრთხილებული.
XS
SM
MD
LG