Accessibility links

logo-print

აშშ-ს საელჩოს აფეთქების საქმეზე სერბიაში 15 კაცი დააკავეს


ბოსნია აცხადებს, რომ სერბიასთან მჭიდრო თანამშრომლობით იძიებს პარასკევს აშშ-ების საელჩოს მომხდარ თავდასხმას სარაევოში, რომელიც შეიარაღებულმა ისლამისტმა მოაწყო. ბოსნიის უშიშროების მინისტრმა სადიკ აჰმეტოვიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში მომხდარ თავდასხმას უწოდა ტერორისტული აქტი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბიის პოლიციამ დააკავა 15 ეჭვმიტანილი პირი, რომლებიც სავარაუდოდ სერბიის სამხრეთში არსებული ერთ-ერთი ექსტრემისტული ისლამისტური სექტის წევრები უნდა იყვნენ.
XS
SM
MD
LG