Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ვაჟი ჰააგის სასამართლოსთან ამყარებს კავშირს


ლიბიის ჩამოგდებული ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განუცხადა, რომ უდანაშაულოა მისთვის წაყენებულ ბრალდებებში. მას კაცობრიობის წინაშე დანაშაულში ედება ბრალი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ როიტერსს განუცხადა, რომ სასამართლომ არაოფიციალური კონტაქტი დაამყარა საიფ ალ-ისლამთან. პროკურორის თქმით, კონტაქტი შედგა შუამავლების მეშვეობით. ალ-ისლამს სურს იცოდეს, რა მოელის იმ შემთხვევაში, თუკი მას მოეხსნება ბრალდებები. საიფ ალ-ისლამი იმალება მას მერე, რაც მეამბოხეებმა მოკლეს მამამისი. ვარაუდობენ, რომ ალ-ისლამმა მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და მეზობელ ნიგერში გადასვლა.
XS
SM
MD
LG