Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენია განაგრძობს სამხედრო ოპერაციას სამხრეთ სომალის ტერიტორიაზე


კენიის ხელისუფლება აცხადებს, რომ კენიის არმიის ოპერაცია სომალის სამხრეთში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ მანამდე გაგრძელდება, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება კენიის უსაფრთხოება. კენიის ჯარების სარდალმა, გენერალმა ჯულიუს კარანგიმ ამასთან აღნიშნა, რომ კენია არ ესწრაფვის სომალის ტერიტორიის ანექსიას. კენიის ჯარები სომალიში ერთი კვირის წინ შევიდნენ მას მერე, რაც ისლამისტებმა დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე მოქალაქე გაიტაცეს კენიის ჩრდილოეთში. სომალის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა აკონტროლებს ქვეყნის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლის სამხრეთში ძლიერია „ალ- შაბაბის“ პოზიციები.
XS
SM
MD
LG