Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ თურქეთში აფეთქების შედეგად სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა


აღმოსავლეთ თურქეთში, ქალაქ ბინგოლში, აფეთქების შედეგად სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა. თვითმკვლელმა ქალმა ქვეყნის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის რეგიონალურ ოფისთან აიფეთქა თავი. მაგრამ გამოძიების თანახმად, ჯერჯერობით არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ტერაქტი პარტიის აქტივისტების წინააღმდეგ იყო მიმართული. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. მიმომხილველები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ამ ტერაქტამდე ორი დღით ადრე დასრულდა თურქეთის სამხედროების რეიდი ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჩატარდა.
XS
SM
MD
LG