Accessibility links

აზერბაიჯანში გაზეთ „ხურალის“ მთავარი რედაქტორი დააკავეს


აზერბაიჯანში დამოუკიდებელ გაზეთ „ხურალის“ მთავარი რედაქტორი ავაზ ზეინალოვი დააკავეს. მას ბრალად ედება თანხის გამოძალვა ქვეყნის პარლამენტის დეპუტატ გიულიარ ახმედოვისაგან. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზეინალოვი აშანტაჟებდა დეპუტატს, თითქოსდა მას ჰქონდა პარლამენტარის მაკომპრომეტირებელი მასალები. დაკავებული რედაქტორის ადვოკატი კი მის დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდება უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ დეპუტატი ქალი თავად მივიდა „ხურალის“ რედაქტორთან და ხელისუფლებისადმი ლოიალობისათვის მას ქრთამს სთავაზობდა.
XS
SM
MD
LG