Accessibility links

logo-print

დევნილები სამინისტროს ხელმრუდობაში ადანაშაულებენ


ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო "აფხაზეთიდან" გამოსახლებული დევნილები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს 2 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ. ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად, სასტუმრო ”აფხაზეთის” შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე დევნილებმა დღეს განაცხადეს, რომ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანია ”ბელა ჯიომ”, სასტუმრო ”აფხაზეთის” შენობაში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. დევნილების განცხადებით, მათ ამ თანხიდან 2 მილიონი დოლარი მისცეს, დანარჩენი 2 მილიონი კი არანაირად არ დაიხარჯებოდა იმ 7 ოჯახზე, რომლებიც რუსთავში გადაიყვანეს და ბინები გაურემონტეს. „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, სწორედ მინისტრი სუბელიანის ინტერესი იყო ოჯახების გაერთიანება, რომლის დროსაც 213 ოჯახი 140-მდე დაიყვანეს, რათა ნაკლები თანხა გაეცათ. არსებული ინფორმაციით, ერთ ოჯახზე კომპენსაციის სახით 10 000 დოლარი გაიცა.
XS
SM
MD
LG