Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ახალი ოპოზიციური მოძრაობა დაფუძნდა


საქართველოში დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობა". აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ყრილობამ, რომელშიც მონაწილეობა 2000-მდე დელეგატი. ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოყალიბდა ანალოგიური სახელწოდების საზოგადობრივი მოძრაობის ბაზაზე, რომელიც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების, ბიზნესისა და მედიის შევიწროვების გამო. ყრილობამ პოლიტიკური გაერთიანების "წინააღმდეგობის მოძრაობა" თავმჯდომარედ დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალურ მდივნად სოსო მანჯავიძე აირჩია.
XS
SM
MD
LG