Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ეს პირველი არჩევნებია მას მერე, რაც გასულ წელს საპროტესტო ტალღის შედეგად ჩამოგდებულ იქნა ყურმანბეკ ბაკიევი. შარშანდელი დაპირისპირებები მწვავე ეთნიკურ შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა ბაკიევის ჩამოგდების შემდეგ. მიმომხილველთა აზრით, ვერცერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს ხმების 50 პროცენტის მოგროვებას, რაც მას პირველივე ტურში მოუტანდა გამარჯვებას. ფიქრობენ, რომ არჩევნებში ინდუსტრიულად განვითარებული ჩრდილოეთიდან და ღატაკი სამხრეთიდან კანდიდატების დაპირისპირებამ შეიძლება განაახლოს ქვეყნის კულტურული დაყოფა.
XS
SM
MD
LG