Accessibility links

logo-print

როგორც იტყობინებიან, აშშ სპარსეთის ყურეში სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესაძლებლობას განიხილავს


შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ სპარსეთის ყურეში სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესაძლებლობას. ამის შესახებ დღეს წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“ თავის საინტერნეტო გამოცემაში. გაზეთის წყაროები ვაშინგტონის გეგმებს ხსნიან შიშით, რომ რეგიონში შესაძლოა ვითარება გაუარესდეს მას მერე, რაც ამერიკა მიმდინარე წლის ბოლოს ერაყიდან თავის ჯარებს გაიყვანს. შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ასევე ირანთან კონფრონტაციის გამო, აღნიშნავს გამოცემა. მისი ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია სამხედრო კავშირების გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან, რომელშიც შედიან საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, გაერთიანებული არაბული საამიროები და ომანი.
XS
SM
MD
LG