Accessibility links

logo-print

რუსეთი იმედოვნებს, რომ ვმო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდება


რუსეთი იმედოვნებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოლაპარაკებებში შუამავალი მხარის, შვეიცარიის პრეზიდენტთან, მიშელინ კალმი-რეისთან მოსკოვის მახლობლად გამართულ შეხვედრაზე. რუსეთს, რომელიც 1993 წლიდან ცდილობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდეს, საამისოდ სჭირდება ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ დათანხმებულან ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას, არის საქართველო. ახლახან ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის შუამავლობით მოსკოვმა და თბილისმა შეძლეს შეთანხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების მოძრაობის კონტროლის თაობაზე.
XS
SM
MD
LG