Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცვების გამო გადაიდო ავიაკომპანია „ერ ფრანსი“ რეისების 20 პროცენტამდე


ავიაკომპანია „ერ ფრანსი“ იძულებული გახდა, დღევანდელი რეისების 20 პროცენტამდე გადაედო ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო, რომელიც შაბათს დაიწყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციაში, რომელშიც, პროფკავშირების ცნობით, ბორტგამცილებელთა დაახლოებით ნახევარი მონაწილეობს, ხუთ დღეს გაგრძელდება. გაფიცულები პროტესტს აცხადებენ „ერ ფრანსის“ ხელმძღვანელობის გეგმების გამო, რაც ზოგიერთ მიმართულებაზე ეკიპაჟების შემცირებას ითვალისწინებს კომპანიის სერიოზული ფინანსური დანაკარგების გამო.
XS
SM
MD
LG