Accessibility links

logo-print

ასადის თქმით, სირიაში დასავლეთის ინტერვენცია ახლო აღმოსავლეთში "მიწისძვრას" გამოიწვევს


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოხდება „მიწისძვრა“, თუკი მის ქვეყანაში დასავლეთი შეიჭრება. ბრიტანეთის გაზეთ „დეილი ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ასადმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები „მიწისძვრის“ რისკზე მიდიან, რომელიც გადაწვავს ახლო აღმოსავლეთს, თუკი ისინი სირიაში შევლენ. ამასობაში იტყობინებიან, რომ სირიის 20 ჯარისკაცი იქნა მოკლული და 53 დაიჭრა სავარაუდო დეზერტირებთან შეტაკებებში. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ თანახმად, შეტაკებები ბაბა ამროში მოხდა.
XS
SM
MD
LG